ავტორიზაცია

"მუზეუმში ვიყავი და მისი ოქროს ბურთები ვნახე", - ბარსაში გადასვლის შემდეგ, დეპაიმ მესის შესახებ ისაუბრა

"მუზეუმში ვიყავი და მისი ოქროს ბურთები ვნახე", - ბარსაში გადასვლის შემდეგ, დეპაიმ მესის შესახებ ისაუბრა
თარიღი 23 ივლ 2021, 21:49

"ბარსელონას" ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ კატალონიურ გრანდში გადაბარგების შესახებ თავდამსხმელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ეს ოცნებაა. ლეგენდაა, სათქმელი ბევრი არაფერია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და დაინახეთ, რა გააკეთა კოპა ამერიკაზე...".

"სულმოუთქმელად ველოდები მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობას, მისი ოსტატობა უდავოა. დიდი გულშემატკივარი ვარ".

"მოედანზე უბრალოდ სირბილი მომიწევს და ვიცი, ბურთი ჩემამდე მოვა, რადგან მესის ბრწყინვალე თვისებები აქვს, ბურთთან ერთად ყველაფრის გაკეთება შეუძლია".

"ვფიქრობ, ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა ასეთ ფეხბურთელთან ერთად თამაშს. მეც, რა თქმა უნდა".

"ის, თუ რამდენად ღირებულია გუნდისთვის ამდენი წელიწადია... გუშინ კლუბის მუზეუმში ვიყავი და მისი ყველა "ოქროს ბურთი" ვნახე. ალბათ, მალე კიდევ ერთი დაემატება. ასე რომ, მასთან ერთად თამაში ჩემთვის ოცნებაა", - ციტირებს დეპაის სიტყვებს "ბარსას" პრესსამსახური.