რონალდუ, მბაპე, იკარდი: სატრანსფერო სამკუთხედი იუვენტუსს, პსჟ-სა და რეალს შორის

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს შესაძლოა კლუბი დატოვოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
ასე და ამგვარად, პორტუგალიელი სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი არ არის და შეიძლება "პსჟ"-ში გადავიდეს, თუ პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერი, კილიან მბაპე "რეალში" წავა.
36 წლის სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს პრეზიდენტის, ნასერ ალ ხელაიფის შემდგომ ნაბიჯებს ელოდება. თავის მხრივ, "იუვენტუსი" ეცდება რონალდუ ფორვარდ მაურო იკარდიში გაცვალოს.
ცნობისთვის, კრიშტიანუს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.