ავტორიზაცია

რამდენად რეალურია რონალდუ-იკარდის ბარტერი?

რამდენად რეალურია რონალდუ-იკარდის ბარტერი?
თარიღი 20 Jul 2021, 15:28

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლა აქტუალური თემაა, მაშინაც კი, როდესაც თითქოს ეს არარეალურია.

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელი თავდამსხმელის აგენტი, ჟორჟე მენდეში "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თუ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდება წარმატებით, "ბიანკონერის" ფორვარდი მინიმუმ 2023 წლამდე არსად წავა.

შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი "პსჟ"-ს გაეხსნება გზა და ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტად "იუვენტუსის" 7-იანის მაურო იკარდიზე გაცვლა მოიაზრება.

პირენეელი და არგენტინელი შემტევების მოსალოდნელ ბარტერზე ევროპული პრესა გასულ ზაფხულსაც აქტიურად წერდა.

ფოტო: რონალდუს ბარსელონას გასახდელში განსაკუთრებული ადგილი უკავია