ფოტო: რონალდუს ბარსელონას გასახდელში განსაკუთრებული ადგილი უკავია
"ბარსელონას" გასახდელში დიდ ყურადღებას აქცევენ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დამკვიდრებულ უსაფრთხოების წესებს.
კლუბის საინფორმაციო კუთხეში ფიგურირებს ნაწყვეტი სტატიიდან, რომლის თანახმადაც, კრიშტიანუ რონალდუმ კოვიდ 19-ის გამო კატალონიელებთან მატჩი გამოტოვა.
საუბარია ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ჯგუფური ეტაპის შესახებ, რომელშიც "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სწორედ ტურინის "იუვენტუსი" იყო.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რეალურად გამოტოვა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" დაპირისპირება კორონავირუსის გამო, თანაც ისე, რომ ტესტი მან ჩაიტარა 2-ჯერ და ორივე შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო.
"ბებერი ქალბატონის" ლიდერის შემთხვევა "კამპ ნოუზე" არის სამაგალითო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა.