სად უშვებს ბარსელონა ლანგლეს?

"ბარსელონა" მუშაობს კლემან ლანგლეს გაყიდვაზე და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარიერას ის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
RAC1-ის ცნობით, ფრანგი ცენტრალური მცველის მომავალ კლუბად მოიაზრება "ევერტონი", რომელიც უკანასკნელ დღეებში საკმაოდ აქტიურია.
კატალონიური გუნდის უკანახაზელი ლივერპულელებში გადავა განათხოვრების წესით, თუმცა აუცილებელი გამოსყიდვის პირობით.
26-წლის ცენტრბექის გაშვება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "ბლაუგრანამ" "მანჩესტერ სიტიდან" ერიკ გარსია დაიბრუნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ლურჯებში" გადასვლის წინააღმდეგი არც თავად რონალდ კუმანის გუნდის მე-15 ნომერია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.