ავტორიზაცია

ოფიციალურად: პარი სენ ჟერმენში პოჩეტინოს მომავალი გადაწყდა

ოფიციალურად: პარი სენ ჟერმენში პოჩეტინოს მომავალი გადაწყდა
თარიღი 23 ივლ 2021, 23:27

"პარი სენ ჟერმენმა" გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 49 წლის სპეციალისტი პარიზში 2023 წლამდე დარჩება.

მიმდინარე ზაფხულს პოჩეტინოს პარიზული კლუბიდან აბარგებაზე არაერთხელ დაიწერა.

მოგეხსენებათ, არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენი" გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა.

პოჩეტინოს ხელმძღვანელობით გუნდმა საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, მაურისიო ფეხბურთელის რანგში 2001 წლიდან 2003 წლამდე პარიზელთა ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად 2001 წელს ინტერტოტოს თასს დაეუფლა.

"ევროპაში ყველაზე მეტ მომენტს ვქმნი", - მბაპემ აღიარა, რა რჩევა მისცა პოჩეტინომ იმისთვის, რომ უფრო მეტი გოლი გაიტანოს