ეს იყო სუპერ ატმოსფერო - ბატეს ფორვარდი ბათუმი არენამ გააოცა
ბატეს ბელარუსი თავდამსხმელი ნიკოლა სიგნევიჩი ბათუმი არენას ატმოსფეროთი გაოცებული დარჩა და იმედოვნებს, რომ განმეორებით შეხვედრაშიც ისინი ადგილობრივი ქომაგებისგან მსგავს მხარდაჭერას მიიღებენ.
"ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, სახლის მთავარი მატჩი წინაა და იქ საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ.
ბათუმი არენა? ეს იყო სუპერ ატმოსფერო! იმედი მაქვს, ბორისოვ არენაზეც არანაკლებ სანახაობას მოაწყობს ჩვენი გულშემატკივარი. ველოდებით მათგან მხარდაჭერას," - განაცხადა სიგნევიჩმა.
ბათუმის დინამოსა და ბატეს პირველი დაპირისპირება ბელარუსთან სასარგებლოდ, 0-1 დასრულდა. მეორე შეხვედრა 29 ივლისს ბორისოვში გაიმართება.