ავტორიზაცია

EXCLUSIVE: კვასხვაძის შემდეგ, ტორპედომ დინამოს კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა

EXCLUSIVE: კვასხვაძის შემდეგ, ტორპედომ დინამოს კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა
თარიღი 23 ივლ 2021, 23:54

გუშინ, გაცნობეთ, რომ როინ კვასხვაძე "დინამო თბილისიდან" კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებდა.

კვასხვაძის შემდეგ, ქუთაისურმა კლუბმა "დინამოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.

Goal.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე ახვლედიანი კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

ახვლედიანს "დინამოში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და კლუბმა ის სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანმა მათ გარდა მათე ცინცაძე და ლევან წოწონავაც დაიმატა.