პსჟ აქტიურობას აგრძელებს და რამოსის მეწყვილედ ნაპოლის დაცვის ბურჯის დამატება სურს

იტალიური პრესის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ გაძლიერებაზე ფიქრს აგრძელებს.
დაცვის ხაზში სერხიო რამოსის დამატების შემდეგ, საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონები არ მშვიდდებიან და რამოსის მეწყვილედ „ნაპოლის“ ცენტრალურ მცველს, კალიდუ კულიბალის განიხილავენ.
გუშინ, სენეგალელი მცველის აგენტი „პსჟ-ს“ წარმომადგენლებს შეხვდა და პოტენციური ტრანსფერი განიხილა.
კულიბალის შეძენას სულ ახლახანს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცდილობდა, თუმცა „წითელი ეშმაკების“ მიერ შეთავაზებულმა 30 მილიონმა ევრომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ვერ დააკმაყოფილა.