ავტორიზაცია

სტივენ ჯერარდმა დაასახელა კლუბი, რომელსაც არასოდეს გაწვრთნის

სტივენ ჯერარდმა დაასახელა კლუბი, რომელსაც არასოდეს გაწვრთნის
თარიღი 24 ივლ 2021, 19:54

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი "რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა "ევერტონში" შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

"შოკირებული ვიყავი იმით, რომ "ევერტონს" დამაკავშირეს. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ჭორები, მაგრამ ამ კლუბს ვერ გავწვრთნიდი".

"არ გამკვირვებია ის, რომ ბენიტესმა "კანფეტები" ჩაიბარა. ამ ქალაქში არ დაბადებულა და მთელი თავისი კარიერა "ლივერპულში" არ გაუტარებია, ამიტომაც სხვადასხვა სიტუაციაში ვართ".

"ამავდროულად, რაფაელს არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერ ლიგაში დაბრუნების სურვილი", - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, ინგლისელი "ლივერპულში" ფეხბურთელის რანგში 17 წლის მანძილზე ირიცხებოდა. 2018 წელს მან შოტლანდიური "რეინჯერსი" ჩაიბარა და გუნდი ჩემპიონი გახადა, "სელტიკის" 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო.