ავტორიზაცია

ანჩელოტი მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგა — "პაპა კარლომ" დანაშაული ნაწილობრივ აღიარა

ანჩელოტი მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგა — "პაპა კარლომ" დანაშაული ნაწილობრივ აღიარა
თარიღი 24 ივლ 2021, 20:02

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გუშინ, 23 ივლისს, 2014 და 2015 წლებში საგადასახადო დანაშაულთან დაკავშირებულ საქმეზე მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგა.

62 წლის სპეციალისტმა 2014 წელს ჩადენილი თაღლითობა ნაწილობრივ აღიარა, ამტკიცებდა, რომ კონსულტანტებმა მას არასწორი რჩევა მისცეს.

სასამართლოს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ზემოთაღნიშნულ პერიოდში ხაზინას 1 062 079 ევრო არ გადაუხადა. მწვრთნელი შესაბამისი თანხის გადახდას დათანხმდა.

როგორც პროკურატურა ირწმუნება, ანჩელოტიმ საიმიჯო უფლებებით მიღებული შემოსავალიც დამალა.

ფოტო: ანჩელოტის ეფექტი და საუკეთესო ისკოს მოლოდინში - ესპანელის ტრანსფორმაცია შედგა!