ავტორიზაცია

პოჩეტინოს განცხადება პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ

პოჩეტინოს განცხადება პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ
თარიღი 24 ივლ 2021, 20:42

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე განცხადება გააკეთა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 49 წლის სპეციალისტი პარიზში 2023 წლამდე დარჩება.

"ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ საკუთარი თავის გამო, არამედ ჩემი შტაბის გამოც. ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს, ნასელ ალ ხელაიფის, ლეონარდოსა და "პსჟ"-ს ნდობისთვის".

"იმედი გვაქვს, ერთად ყველაფერს მივაღწევთ, რაც გვსურს, ტიტულებს მოვიგებთ და მივაღწევთ იმ ყველაფერს, რაზეც ვოცნებობთ", - ციტირებს პარიზული კლუბის ოფიციალური საიტი პოჩეტინოს სიტყვებს.

მოგეხსენებათ, არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენი" გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა.

პოჩეტინოს ხელმძღვანელობით გუნდმა საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.