ვეინალდუმი: "მბაპე ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც პსჟ-ში გადმოვედი"

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა, რომელიც აქამდე "ლივერპულის" ღირსებას იცავდა, ახალი თანაგუნდელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
ინგლისური და ფრანგული გუნდები ერთმანეთს 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდნენ.
"მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია, ეს მხოლოდ ჩვენთან შეხვედრაში არ დაუმტკიცებია. მან ეს ყველას ევროპულ ტურნირებსა და საერთაშორისო მატჩებში აჩვენა", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს RMC Sport.
"ყველას, ჩემით დაწყებული, გვინდა, რომ მბაპე დარჩეს. ის ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომაც "პსჟ"-ში გადმოვედი, - რათა ასეთი ფეხბურთელების გვერდით ვითამაშო".
"იმედი მაქვს, მბაპე "პსჟ"-ს აირჩევს, რადგან კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესო გახდეს", - დასძინა ვეინალდუმმა.