ავტორიზაცია

"კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ელ. ფოსტით მაცნობეს, ვერ დავიჯერე", - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი

"კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ელ. ფოსტით მაცნობეს, ვერ დავიჯერე", - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი
თარიღი 24 ივლ 2021, 22:12

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა, მატეუს ფერნანდესმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ისაუბრა.

"არ ვიცოდი, ეს თუ მოხდებოდა და როცა შეტყობინება ელექტრონული ფოსტით მივიღე, ვერ დავიჯერე. იქამდე ცოტა ხნით ადრე კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მკითხა, შეცვლილი მქონდა თუ არა ელ. ფოსტა, შემდეგ კი ეს წერილი მომივიდა".

"ვერ გავიგე, ეს რა იყო, აგენტსა და ადვოკატს გადავუგზავნე. მითხრეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მაცნობეს".

"ცოტა ხანში ყველაფერი პრესაში გავრცელდა. თუმცა, კლუბიდან ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, არაფერი ყოფილა. ტელეფონითაც კი არ დამემშვიდობნენ".

"არ ვიცი, "ბარსელონაში" რა ხდება, ამ ყველაფერმა ძალიან უცნაური სახე მიიღო. ერთი ბიჭი ტელეფონით გააგდეს, ახლა კი - ელექტრონული ფოსტით. მაგრამ დარეკვა და ლაპარაკი - ეს უკვე არაფრად ღირს. იმის თქმა, რომ არ გვჭირდები. ეს ნებისმიერ პროფესიაში შესაძლებელია, მაგრამ განხილვაა საჭირო".

"ვფიქრობ, ძალიან არაპროფესიონალური მიდგომაა", - ციტირებს მატეუსის სიტყვებს Globo Esporte.

23 წლის ბრაზილიელი "ბარსაში" 2020 წლის ზამთარში "პალმეირასიდან" 7 მილიონ ევროდ გადავიდა, 3 მილიონი კი პოტენციური ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული.

ტრანსფერის შემდეგ, მატეუსმა კიევის "დინამოსთან" (4:0) გამართულ მატჩში მოედანზე 17 წუთი გაატარა, ამის შემდეგ "ბარსელონას" მაისურით მას აღარ უთამაშია.