"ღორო, გაა*ვი მიუნხენ 1860-ში", - ბაიერნის გულშემატკივრებმა ნაგელსმანს შეურაცხყოფა მიაყენეს
მიუნხენის "ბაიერნი" 2021/22 წლების სეზონისთვის ემზადება და პირველი საშინაო შეხვედრა გამართა.
"რეკორდმაისტერი" ამხანაგური მატჩის ეგიდით "აიაქსს" (2:2) დაუპირისპირდა. სულ მატჩს 8 500 მაყურებელი დაესწრო.
როგორც ცნობილი გამოცემა Bild იტყობინება, თამაშის დაწყებისთანავე, სამხრეთ სექტორიდან "ბაიერნის" დაახლოებით 20 გულშემატკივარი სკანდირებდა: "ნაგელსმან, ღორო, გაა*ვი "მიუნხენ 1860"-ში".
34 წლის გერმანელი სპეციალისტი 2002 წლიდან 2007 წლამდე "მიუნხენ 1860"-ის სისტემაში თამაშობდა. ხოლო 2008-2010 წლებში 17-წლამდელთა გუნდის მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
მოგეხსენებათ, ნაგელსმანმა "ბაიერნი" გასული სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარა, აღნიშნულ პოსტზე მან ჰანს-დიტერ ფლიკი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ გერმანიის ნაკრებში წავიდა.