ავტორიზაცია

ვეინალდუმი ლივერპულის გულშემატკივრებზე: "ზოგჯერ საკმარის დაფასებასა და სიყვარულს ვერ ვგრძნობდი"

ვეინალდუმი ლივერპულის გულშემატკივრებზე: "ზოგჯერ საკმარის დაფასებასა და სიყვარულს ვერ ვგრძნობდი"
თარიღი 24 Jul 2021, 23:01

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა "ლივერპულში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

"ყოველდღე ვარჯიშებზე და მატჩების დროს მთელ ძალას ვხარჯავდი. "ლივერპული" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! თუმცა, იყო მომენტები, როცა საკმარის დაფასებასა და სიყვარულს ვერ ვგრძნობდი".

"ეს თანაგუნდელებს და კლუბის თანამშრომლებს არ ეხებათ. ვიცი, ყველა მათგანს ვუყვარდი, მე კი ისინი მიყვარდა. პრობლემა სხვა მხარეს იყო. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ვიგრძენი ჩემდამი სიყვარულის არარსებობა".

"მედიამ სიტუაცია გააუარესა. იყო ისტორია - "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ მეტი ფული მინდოდა. გულშემატკივრებმა ისე მიიღეს, რომ თუ სურვილს არ დამიკმაყოფილებდნენ, ბოლომდე არ დავიხარჯებოდი. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიტუაცია ჩემს წინააღმდეგ შემობრუნდა. ზოგჯერ ვფიქრობდი: "ოჰო, დავიჯერო კვლავ მე ვარ დამნაშავე?".

"გულშემატკივრები სტადიონზე და გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში - განსხვავებულები არიან. სტადიონის სტუმრებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის მიჭერდნენ მხარს".

"სოციალურ ქსელში კი მარცხის შემდეგ სწორედ მე მადანაშაულებდნენ - ამბობდნენ, რომ წასვლა მინდოდა. ვფიქრობდი: "მათ რომ სცოდნოდათ, რატომ მიწევდა წასვლა, რათა ფორმაში ფორმა შემენარჩუნებინა და თითოეულ მატჩში მეთამაშა".

"წუხილი არ ღირს, ეს სამუშაოს ნაწილია. მაგრამ სხვა ფეხბურთელებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ცუდად იყვნენ. ხდება ხოლმე, როცა ფეხბურთელებს, რომლებსაც კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურებათ, თამაში არ უნდათ, რათა არ გარისკონ. მე კი პირიქით მოვიქეცი. ყოველთვის კარგად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ მატჩის შემდეგ შემეძლო სარკეში ჩამეხედა და საკუთარი თავისთვის მეთქვა: "ვარჯიშზე თავდაუზოგავად იმუშავე, რათა უკეთესი გახდე", - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს The Times.