ავტორიზაცია

ნედვედმა იუვენტუსში რონალდუს, დიბალასა და კიელინის მომავალზე განცხადება გააკეთა

ნედვედმა იუვენტუსში რონალდუს, დიბალასა და კიელინის მომავალზე განცხადება გააკეთა
თარიღი 24 Jul 2021, 23:13

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა კლუბის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

"დირექტორ კერუბინის დიბალას აგენტთან კონტაქტი უკვე ჰქონდა, რომელიც ტურინში მომდევნო კვირაში ჩამოვა. კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად დრო საკმარისია, პრობლემა არ არის".

"რონალდუ ორშაბათს დაუბრუნდება ვარჯიშს. ჩვენთან რჩება".

"როცა კიელინი შვებულებიდან დაბრუნდება, მასთანაც შევძლებთ ყველაფრის განხილვას", - ციტირებს ნედვედის სიტყვებს Sky Sport Italia.

ცნობისთვის, დიბალას ტურინელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, რონალდუს მსგავსად, ხოლო კიელინის კონტრაქტი უკვე ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.