ავტორიზაცია

VIDEO: აუღებელი პენალტი — დეპაიმ ბარსელონაში დებიუტი გოლით აღნიშნა

თარიღი 24 ივლ 2021, 23:58

კატალონიის "ბარსელონა" 2021/22 წლების სეზონისთვის ემზადება და მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ამჯერად, "ლურჯ-ბროწეულისფრები" "ჟირონას" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიელთა ჰოლანდიელი ახალწვეულის, მემფის დეპაის დებიუტი შედგა, რომელმაც 85-ე წუთზე სადებიუტო გოლიც შეაგდო.