ავტორიზაცია

VIDEO: ბაიერნის ფეხბურთელმა მეკარე მოატყუა და ბურთით კარში შესვლა მოინდომა, თუმცა დაისაჯა

თარიღი 25 ივლ 2021, 10:03

24 ივლისს „ალიანც-არენაზე“ ამხანაგურ შეხვედრაში „ბაიერნი“ „აიაქსს“ დაუპირისპირდა და ფრე, 2:2 ითამაშა. 

მატჩის ერთ-ერთ მომენტში სახალისო ეპიზოდი დაფიქსირდა. „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ჯოშუა ზირკზიმ, 44-ე წუთზე ბურთი მიიღო, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა და თითქოს, კარში ბურთით შესვლა მოინდომა, რა დროსაც „აიაქსის“ მცველმა მას ფეხიდან ბურთი გამოსტაცა და გოლი არ გაატანინა.