ავტორიზაცია

"თავიდან, ასეთი კარგი ნამდვილად არ მეგონა", - ბუფონმა ყოფილი თანაგუნდელი შეაქო

"თავიდან, ასეთი კარგი ნამდვილად არ მეგონა", - ბუფონმა ყოფილი თანაგუნდელი შეაქო
თარიღი 25 Jul 2021, 15:44

„პარმას“ ვეტერანმა გოლკიპერია, ჯანლუიჯი დონარუმამ, თავისი ყოფილი თანაგუნდელი, ფედერიკო კიეზა შეაქო.

„როცა კიეზა „იუვენტუსში“ გადმოვიდე, არ მეგონა, რომ ის ამდენად კარგი იქნებოდა, მართლა ვამბობ.

ევროპის ჩემპიონატზე ის წარმოუდგენელი იყო, ფინალში ინგლისელები მის გაჩერებას ვერ ახერხებდნენ. „იუვენტუსში“ გატარებული ერთი წლის შემდეგ, ეს ყველაფერი ჩემთვის სიახლე არ იყო, მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა დაზუსტებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ის ამდენად კარგად ითამაშებდა.

თუ შენ ასეთ სერიოზულ ტურნირზე შეგიძლია ასეთი დონის ფეხბურთის ჩვენება, ესეიგი განსაკუთრებული ფეხბურთელი ხარ.“ - ციტირებს ბუფონის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევრო 2020 მოიგო, კიეზა კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. შვიდ მატჩში მან ორი გოლის გატანაც მოახერხა.