იუვენტუსმა კიეზას თაობაზე უარით მორიგი ინგლისური გრანდი გაისტუმრა
„იუვენტუსმა“ პრემიერ ლიგის გრანდისგან ფედერიკო კიეზას თაობაზე მიღებული შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
La Repubblica-ს ინფორმაციით, ევრო 2020-ს ერთ-ერთი გმირის შეძენას „ლივერპული“ ცდილობდა, თუმცა „იუვენტუსისგან“ დაუყონებლივი უარი მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა კიეზაში „იუვეს“ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა „ბებერი სინიორა“ ამ შემოთავაზების განხილვასაც არ აპირებდა.
გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, კიეზას ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოიაზრებს და „იუვესთვის“ იტალიელი აბსოლუტურად ხელშეუხებელია.
„ლივერპულამდე“ კიეზას შეძენას „ჩელსიც“ ცდილობდა, თუმცა შედეგი ანალოგიური იყო - დაუყონებლივი უარი „იუვენტუსისგან“.