ავტორიზაცია

რეალს ამ ზაფხულს ისკოს გაყიდვა უნდა და ფასიც დაადო — AS

რეალს ამ ზაფხულს ისკოს გაყიდვა უნდა და ფასიც დაადო — AS
თარიღი 25 Jul 2021, 19:37

"რეალის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველ ისკოს გაყიდვას გეგმავს, წერს AS.

მადრიდელები 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მილიონ ევროს ითხოვენ.

თავის მხრივ, ისკოც მზად არის წავიდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა კლუბისგან სარფიან შეთავაზებას მიიღებს.

ცნობისთვის, "სამეფო კლუბის" ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ისკომ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.