ავტორიზაცია

არანაირი ჩელსი ან სხვა რომელიმე კლუბი — დორტმუნდს ოფიციალური წინადადება არ მიუღია

არანაირი ჩელსი ან სხვა რომელიმე კლუბი — დორტმუნდს ოფიციალური წინადადება არ მიუღია
თარიღი 25 ივლ 2021, 19:50

"დორტმუნდს" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესდღეობით, 21 წლის ნორვეგიელს არცერთ სხვა კლუბთან პირადი კონტრაქტი არ შეუთანხმებია.

როგორც აღინიშნება, ამ ზაფხულს ახალგაზრდა ფორვარდის შეძენასთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას "დორტმუნდის" პოზიცია წარმოადგენს, რომელსაც მისი გაყიდვა არ უნდა.

2020/21 წლების სეზონში ჰოლანდმა "დორტმუნდის" რიგებში 41 მატჩი ჩაატარა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ბორუსიელთა ფორვარდის სატრანსფერო ფასი 130 მილიონ ევროს შეადგენს.