"სპორტის ლეგენდა!", - ლეგენდარული პაუ გასოლი ნინო სალუქვაძეზე წერს

ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი, პაუ გასოლი ქართველი ტყვიის მსროლელით, ნინო სალუქვაძით აღფრთოვანებულია.
მოგეხსენებათ, ქართველმა სპორტსმენმა თავისი მე-9 ოლიმპიადა ჩაატარა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
"ქართველი ნინო სალუქვაძე ახლახან გახდა პირველი ქალი, რომელმაც მე-9 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა".
"იგი 53 წლის გახლავთ და 1988 წლის სეულის ოლიმპიადიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე აქვს ნათამაშები".
"სპორტის ლეგენდა!", - წერს პაუ გასოლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ქართველმა ტყვიის მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. ოლიმპიურ თამაშებზე იგი სამივე სინჯის მედლის მფლობელია.