როგორია ქართველი სპორტსმენების განრიგი ოლიმპიურ თამაშებზე?
დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში რიგით 32-ე ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იყვნენ.
აღსნიშნაია, რომ ამ ოლიმპიადაზე საქართველო 11 სპორტის სახეობაში მიიღებს მონაწილეობას და ჯამში 35 სპორტსმენია წარმოდგენილი.
ძიუდო
24 ივლისი: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)
25 ივლისი: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (-52)
25 ივლისი: ვაჟა მარგველაშვილი (-66)
26 ივლისი: ეთერ ლიპარტელიანი (-57)
26 ივლისი: ლაშა შავდათუაშვილი (-73)
27 ივლისი: ტატო გრიგალაშვილი (-81)
28 ივლისი: ლაშა ბექაური (-90)
29 ივლისი: ვარლამ ლიპარტელიანი (-100)
30 ივლისი: გურამ თუშიშვილი (+100)
ძალოსნობა
25 ივლისი: შოთა მიშველიძე (-61 კგ)
25 ივლისი: გოგა ჩხეიძე (-67)
31 ივლისი: ანტონ პლესნოი (-96)
4 აგვისტო: ლაშა ტალახაძე (+109)
კრივი
24 ივლისი: ესკერხან მადიევი (-69 კგ).
26 ივლისი: სახილ ალახვერდოვი (-52)
26 ივლისი: გიორგი ხარაბაძე (-75)
მძლეოსნობა
30 ივლისი: სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა)
31 ივლისი: ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა)
3 აგვისტო: გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა)
3 აგვისტო: ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა)
3 აგვისტო: ლაშა ღულელაური (სამხტომი)
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
1 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (130 კგ)
2 აგვისტო: გიორგი მელია (- 97)
3 აგვისტო: რამაზ ზოიძე (-67)
3 აგვისტო: ლაშა გობაძე (-87)
5 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (-74)
5 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (-125)
6 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (-97)
ფარიკაობა
24 ივლისი: სანდრო ბაზაძე
მხატვრული ტანვარჯიში
25 ივლისი: სალომე ფაჟავა
ტყვიის სროლა
25 ივლისი: ნინო სალუქვაძე
ცურვა
24 ივლისი: ირაკლი რევიშვილი
28 ივლისი: მარიამ იმნაძე
ჩოგბურთი
24 ივლისი: ნიკოლოზ ბასილაშვილი (1/32 ფინალი)
კარატე
6 აგვისტო: გოგიტა არქანია