ავტორიზაცია

"მისგან ბევრი რამ ვისწავლე, დავიმახსოვრე ზოგიერთი რამ, რასაც აკეთებს", - 43 წლის ბუფონი 22 წლის დონარუმაზე

"მისგან ბევრი რამ ვისწავლე, დავიმახსოვრე ზოგიერთი რამ, რასაც აკეთებს", - 43 წლის ბუფონი 22 წლის დონარუმაზე
თარიღი 25 ივლ 2021, 21:27

"პარმას" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ევრო 2020-ზე წარმატებული გამოსვლისთვის ჯანლუიჯი დონარუმა შეაქო.

"ბრწყინვალე იყო, არა მხოლოდ სეივების წყალობით, არამედ იმის წყალობითაც, თუ როგორ გაუმკლავდა რთულ სიტუაციებს. დონარუმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ახლა ის გახდა გოლკიპერი, რომელზეც მთელ მსოფლიოში საუბრობენ".

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა მისი კარიერა ისეთივე გრძელი, როგორიც ჩემი. ვიცი, ბრწყინვალე მეკარეა და უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ მისი თამაშით. დონარუმასგან ბევრი რამ ვისწავლე, დავიმახსოვრე ზოგიერთი რამ, რასაც ის აკეთებს".

"ძალიან მშვიდად ვარ. ჩემთვის სულერთია, კარგად თამაშობენ თუ არა სხვა მეკარეები", - თქვა ბუფონმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.