ავტორიზაცია

"საუკეთესოებს არაფერს პატიობენ, მათ ჩაფლავებას ელოდებიან", - ბუფონი დონარუმას პსჟ-ში გადასვლაზე

"საუკეთესოებს არაფერს პატიობენ, მათ ჩაფლავებას ელოდებიან", - ბუფონი დონარუმას პსჟ-ში გადასვლაზე
თარიღი 25 ივლ 2021, 22:25

"პარმას" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ჯანლუიჯი დონარუმას "პარი სენ ჟერმენში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"პარიზში ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე. თუმცა, იყო შეცდომა ჩემპიონთა ლიგაზე. ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ არა 0:1, 1:3 წავაგეთ. ყველას ცუდი საღამო გვქონდა".

"სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საუკეთესოებს არაფერს პატიობენ. ხალხი მხოლოდ შენს ჩაფლავებას ელოდება. იგივე ელის დონარუმასაც, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, ძლიერია".

"პსჟ"-ში მისთვის ყველაფერი კარგად განვითარდება, შესანიშნავადაც კი. ევროს მიმდინარეობისას ერთმანეთს ვწერდით, კლუბსა და სხვა საკითხებს განვიხილავდით", - თქვა ბუფონმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.