ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი პოგბას შემცვლელად საულს განიხილავს და კონკრეტული თანხაც გაამზადა?!

მანჩესტერ იუნაიტედი პოგბას შემცვლელად საულს განიხილავს და კონკრეტული თანხაც გაამზადა?!
თარიღი 25 ივლ 2021, 22:50

"მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველ საულ ნიგესით ინტერესდება, წერენ ბრიტანულ პრესაში.

როგორც აღინიშნება, მანიკუნიანელები ამ ზაფხულს 26 წლის ესპანელის დამატების შესაძლებლობას განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" "როხიბლანკოს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ფუნტს იხდიან.

პოლ პოგბას "პსჟ"-ში შესაძლო ტრანსფერის გამო, "ემიუ" მაღალი დონის ნახევარმცველის შეძენითაა დაინტერესებული. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, კლუბიდან წავიდეს ნემანია მატიჩიც.

აქამდე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის საულში გაცვლა სურს.

ცნობისთვის, "ატლეტიკოს" ნახევარმცველის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.