ავტორიზაცია

ტრანსფერი არ შედგება, მილანმა კვარაცხელიას სხვა ფეხბურთელი ამჯობინა — Milan News

ტრანსფერი არ შედგება, მილანმა კვარაცხელიას სხვა ფეხბურთელი ამჯობინა — Milan News
თარიღი 25 Jul 2021, 23:07

"მილანი" საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი აღარ ინტერესდება, იტყობინება გამოცემა Milan News.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერიში" 20 წლის ქართველს აკვირდებოდნენ, თუმცა მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და მისი ტრანსფერი არ განიხილება.

როგორც აღინიშნება, "მილანი" "დორტმუნდის" ნახევარმცველ იულიან ბრანდტის ტრანსფერზე მუშაობს. არ არის გამორიცხული, ეს უკანასკნელი გუნდს იჯარით შეუერთდეს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ კომპრომისის მიღწევა ადვილი არ იქნება.

გასულ სეზონში კვარაცხელიამ ყაზანელთა რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ხვიჩას "რუბინთან" 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.