ავტორიზაცია

კვარაცხელიას ტრანსფერზე 1 წინადადებაც არ გვაქვს - რუბინის დირექტორი

კვარაცხელიას ტრანსფერზე 1 წინადადებაც არ გვაქვს - რუბინის დირექტორი
თარიღი 25 ივლ 2021, 11:14

ყაზანის რუბინის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი ევროპული გუნდებისგან არის, მაგრამ ამბობს, რომ მათ 20 წლის ნახევარმცველის თაობაზე 1 წინადადებაც არ მიუღიათ.

"ხვიჩას მიმართ დაინტერესება არის, თუმცა ერთი წინადადებაც არ მიგვიღია. ეს არის სიმართლე. ჩვენ მისი გაყიდვის ამოცანა არ გვაქვს - კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. თუ იქნება ხელშეკრულება, ვიფიქრებთ აუცილებლად.

ხვიჩაზე მისი შესაძლო ტრანსფერის საკითხი გავლენას არ ახდენს, ბაზაზე ვხედავ ხოლმე, მხიარული ბიჭია. სპარტაკთან ვერ ითამაშა? ესე ვერ ვიტყოდი, უბრალოდ რასკაზოვი იყო შესანიშნავი," - განაცხადა საიმანოვმა.

ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემა Metameetings.ru-მ ხვიჩა კვარაცხელიას მილანში ტრანსფერზე დაწერა და გვაუწყა, რომ მხარეები პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ.