ავტორიზაცია

ატალანტამ ტოტენჰემის 50-მილიონიანი შეთავაზება იუარა

ატალანტამ ტოტენჰემის 50-მილიონიანი შეთავაზება იუარა
თარიღი 26 ივლ 2021, 15:59

„ტოტენჰემი“ „ატალანტას“ და არგენტინის ნაკრების მცველის, კრისტიან რომეროს შეძენის მცდელობას განაგრძობს.

როგორც ცნობილია, „დეზებმა“ 23 წლის მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, თუმცა იტალიურ გუნდთან ჯერჯერობით ვერ რიგდებიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემმა“ „ატალანტას“ რომეროს სანავლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიელებმა ეს შემოთავაზება უარით გაისტუმრეს.

თავად ფეხბურთელს კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სურს და მზადაა „ტოტენჰემში“ გადავიდეს და კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივოს.

კრისტიან რომეროს უფლებები ამ ეტაპზე „იუვენტუსს“ ეკუთვნის. „ატალანტაში“ ის იჯარით თამაშობს, თუმცა 2022 წლის ზაფხულს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვს კონტრაქტში ჩაწერილი.

საინტერესოა, რომ რომერო გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო მცველად დასახელდა.