ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტოტენჰემმა და სევილიამ ფეხბურთელები გაცვალეს

ოფიციალურად: ტოტენჰემმა და სევილიამ ფეხბურთელები გაცვალეს
თარიღი 26 ივლ 2021, 16:13

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ტოტენჰემმა“ ახალგაზრდა ესპანელი შემტევის, ბრაიან ხილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანეთის ნაკრების წევრი „დეზებს“ „სევილიადან“ შეუერთდება, გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალეს.

ბრაიან ხილის სანაცვლოდ, „სევილია“ არგენტინელ შემტევ ერიკ ლამელას და დამატებით 25 მილიონ ევროს მიიღებს.

21 წლის ესპანელმა გასული სეზონი იჯარით „ეიბარში“ გაატარა, რომელშიც თავი საუცხოოდ გამოიჩინა და ეროვნულ ნაკრებშიც დაიმსახურა გამოძახება.

„ტოტენჰემთან“ ხილმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, Transfermarkt-ზე ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

რაც შეეხება ლამელას, მან „სევილიასთან“ 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ის ამავე საიტზე 16 მილიონ ევროდ ფასობს.