ავტორიზაცია

ბასილაშვილი შავდათუაშვილზე: "ჩემი დიდი პატივისცემა მას, 3 ოლიმპიური მედალი!"

ბასილაშვილი შავდათუაშვილზე: "ჩემი დიდი პატივისცემა მას, 3 ოლიმპიური მედალი!"
თარიღი 26 ივლ 2021, 18:33

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამ წარმატებას ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ჩემი უდიდესი პატივისცემა ლაშას, 3 ოლიმპიადა, 3 მედალი", - წერს ბასილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე ბასილაშვილიც წარმატებულად გამოდის და 1/8 ფინალშია გასული.