ავტორიზაცია

მარსიალს პრემიერ ლიგის სხვა კლუბი უმიზნებს, მანჩესტერ იუნაიტედმა ფასი დაასახელა

მარსიალს პრემიერ ლიგის სხვა კლუბი უმიზნებს, მანჩესტერ იუნაიტედმა ფასი დაასახელა
თარიღი 26 ივლ 2021, 20:26

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი "ტოტენჰემის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, "დეზები" 25 წლის ფრანგის გადაბირების ვარიანტს განიხილავენ.

"ეშმაკუნები" მზად არიან ფეხბურთელი გაყიდონ. მანიკუნიანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავენ.

გასულ სეზონში მარსიალმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ემიუს" შემტევს 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.