ავტორიზაცია

"ლეო ბარსელონას ისტორიაა", - რონალდინიომ კატალონიაში მესის მომავალზე კომენტარი გააკეთა

"ლეო ბარსელონას ისტორიაა", - რონალდინიომ კატალონიაში მესის მომავალზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 26 ივლ 2021, 20:40

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ გუნდის ამჟამინდელი კაპიტნის, ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"იმედი მაქვს, "ბარსელონა" თავის ყველა პრობლემას მოაგვარებს. მესი უნდა დარჩეს. ლეო კლუბის ისტორიაა", - ციტირებს ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებს Tuttomercatoweb.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 1 ივლისს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

მესი კატალონიური გრანდის სისტემაში "ნიუელს ოლდ ბოისიდან" 2000 წელს ჩაირიცხა.

ლეო და რონალდინიო "ბარსელონაში" ერთად 2004 წლიდან 2008 წლამდე ასპარეზობდნენ, სანამ ბრაზილიელი "მილანს" მიაშურებდა.