ავტორიზაცია

სასამართლო დავები დასრულდა — ბარსელონამ და ნეიმარმა მეგობრული შეთანხმება დადეს

სასამართლო დავები დასრულდა — ბარსელონამ და ნეიმარმა მეგობრული შეთანხმება დადეს
თარიღი 26 ივლ 2021, 20:49

"ბარსელონამ" გუნდის ყოფილ ფეხბურთელ ნეიმართან მეგობრული ხელშეკრულება გააფორმა, იტყობინება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური საიტი.

მხარეები სასამართლო დავების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომლებიც მხარეებს შორის მიმდინარეობდა: სამი საჩივარი შრომის ინსპექციაში და ერთი სამოქალაქო პროცესი.

შეგახსენებთ, 29 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი 2017 წელს "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გადავიდა, რის შემდეგაც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, 2016 წელს გახანგრძლივებული კონტრაქტით გათვალისწინებული 40-მილიონიანი ბონუსის მიღების მოთხოვნით.

პარიზულ კლუბს ნეიმარის შეძენა 222 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც ფეხბურთის ისტორიაში დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.