ავტორიზაცია

მილანი გამოირიცხა, თუმცა საქმეში ტოტენჰემი ჩაერთო — კვარაცხელია პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდში?

მილანი გამოირიცხა, თუმცა საქმეში ტოტენჰემი ჩაერთო — კვარაცხელია პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდში?
თარიღი 26 Jul 2021, 20:57

საქართველოს ნაკრების და ყაზანის "რუბინის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა შეიძლება პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი გამოცემა Sky Italia იტყობინება, 20 წლის ქართველი გარემარბით ლონდონის "ტოტენჰემი" ინტერესდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას "მილანიც" აკვირდება, თუმცა იტალიური გრანდი მის შეძენას ამ ტრანსფერთან დაკავშირებული სირთულეებისა და "რუბინის" მიერ მოთხოვნილი თანხის გამო არ განიხილავს - 18 მილიონი ევრო.

კვარაცხელია "რუბინში" 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. რუსეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ხვიჩამ ყაზანელთა რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების რიგებში გამართულ 8 შეხვედრაში გატანილი 3 ბურთია.

Transfermarkt-ის ვერსიით, ქართველი ამომავალი ვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.

ტრანსფერი არ შედგება, მილანმა კვარაცხელიას სხვა ფეხბურთელი ამჯობინა — Milan News