ავტორიზაცია

გრიზმანის პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენაა და ამისათვის მზადაა ხელფასიც კი შეიმციროს — AS

გრიზმანის პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენაა და ამისათვის მზადაა ხელფასიც კი შეიმციროს — AS
თარიღი 26 Jul 2021, 23:07

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი კლუბიდან წასვლისკენ არ ისწრაფვის, იტყობინება AS.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა წერს, 30 წლის ფრანგი მხოლოდ "ატლეტიკოში" გადასვლაზეა თანახმა.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში დარჩენა ურჩევნია და მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მზად არის ხელფასის შემცირებაზეც კი წავიდეს, გუნდის სხვა მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების მსგავსად.

გასულ სეზონში გრიზმანმა "ბარსელონას" რიგებში 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ანტუანს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.