ავტორიზაცია

ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედში ვარანის ტრანსფერს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა

ფერდინანდი მანჩესტერ იუნაიტედში ვარანის ტრანსფერს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა
თარიღი 26 Jul 2021, 23:28

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გუნდში "რეალის" მცველის, რაფაელ ვარანის გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, მანიკუნიანელთა რიგებში 28 წლის ფრანგი უკანახაზელის ტრანსფერი მალე ოფიციალურად დაიხურება.

"საქმეში ვართ! მიყვარს ეს ბიჭი", - წერს ფერდინანდი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ვარანი "რეალის" ღირსებას 2011 წლის ზაფხულიდან იცავს. 2020/21 წლების სეზონში მან მადრიდული გრანდის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "სამეფო კლუბის" ცენტრალური მცველის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.