ავტორიზაცია

ჰოლანდი: "ჩელსის ინტერესი? იმედია ეს ჭორებია"

ჰოლანდი: "ჩელსის ინტერესი? იმედია ეს ჭორებია"
თარიღი 27 ივლ 2021, 18:33

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა, გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

„ჩელსის ინტერესი? ჩემს აგენტს გუშინ ველაპარაკე, იქამდე კი ერთი თვე არ გვიკონტაქტია.

პირიქით, ეს თქვენ უნდა მითხრათ რაიმე. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი - უბრალოდ ჭორებია, რადგან 175 მილიონი ევრო - ზედმეტად დიდი თანხაა ერთი ფეხბურთელისთვის.“ - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერში“.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს, საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურს და მზადაა, ჰოლანდის ტრანსფერისთვის სწორედ 175 მილიონი ევრო გამოჰყოს.

თუმცა, „ფუტკრების“ პოზიცია ძალიან კატეგორიულია - ამ ზაფხულს, სანჩოს გაყიდვის შემდეგ, ჰოლანდი გუნდს არ დატოვებს.