ავტორიზაცია

მარსიალი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი - მანჩესტერში შესაძლოა დიდი წმენდა დაიწყოს

მარსიალი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი - მანჩესტერში შესაძლოა დიდი წმენდა დაიწყოს
თარიღი 27 ივლ 2021, 20:01

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისოს.

ESPN-ს ინფორმაციით, კლუბი მზადაა რვა ფეხბურთელი გაყიდოს.

სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მზადაა, განიხილოს შემდეგი ფეხბურთელების გაყიდვა:

ბრენდონ უილიამსი, ფილ ჯონსი, დიოგუ დალოტი, ალექს ტელეში, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, დანიელ ჯეიმსი და ანტონი მარსიალი.

იწერება, რომ „მან.იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხის დახარჯვას ისევ ტრანსფერებზე აპირებს. 

ამ ზაფხულისთვის, გუნდს თავდაპირველად 100 მილიონი ფუნტი ჰქონდა ტრანსფერებზე გამოყოფილი (დაახლოებით 115 მილიონი ევრო), რომელიც გუნდმა უკვე დახარჯა (ცოტა მეტიც კი) ჯეიდონ სანჩოს და რაფაელ ვარანის შეძენაში.

ვარანის ტრანსფერი ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ საქმე 100%-ით დახურულია.