რამოსის და ვარანის წასვლის შემდეგ, რეალს კაპიტნების ახალი ოთხეული ჰყავს

სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, გუნდს კაპიტნების ახალი ოთხეული ჰყავს.
როგორც იცით, „სამეფო კლუბში“ კაპიტნის შერჩევის განსხვავებული ტიპი მოქმედებს: ვინც უფრო დიდხანს იმყოფება გუნდში, კაპიტანიც ის არის.
ამრიგად, სერხიო რამოსისგან კაპიტნის სამკლაური მარსელომ გადაიბირა, რომელიც 1944 წლის შემდეგ გუნდის პირველი არაესპანელი კაპიტანი იქნება.
ვიცე-კაპიტნის როლს კარიმ ბენზემა მოირგებს. მესამე კაპიტანი გუნდის კანტერანო ნაჩო ფერნანდესი იქნება, მეოთხე კი - ლუკა მოდრიჩი.
მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან ასპარეზობს, ბენზემა - 2009 წლიდან, ნაჩოს დებიუტი პირველ გუნდში 2011 წელს შედგა, ლუკა მოდრიჩი კი „ტოტენჰემიდან“ „რეალში“ 2011 წელს გადავიდა.