3 წლით უკან რომ დამაბრუნა, აუცილებლად წავიდოდი ლესტერში - კვერკველია
საქართველოს ნაკრების მცველის სოლომონ კვერკველიას განცხადებით, დიდ შეცდომად თვლის, როცა 3 წლის წინ ლესტერის მიერ გაგზავნილ კონტრაქტზე ხელი არ მოაწერა და მოსკოვის ლოკომოტივში დარჩა.
"იტალიური ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მალდინისა და ნესტას დაცვის დუეტი საუკეთესოა, რაც მინახავს.
იტალიაში წასვლა? არ ვიცი ამაზე რა პასუხი გაგცეთ, თუმცა 3 წლით უკან რომ დამაბრუნა, აუცილებლად მოვაწერდი ლესტერის გამოგზავნილ კონტრაქტს ხელს და ინგლისში წავიდოდი, მაგრამ მაშინ სხვა გადაწყვეტილება მივიღე და ლოკომოტივში დავრჩი.
ლოკომოტივიდან ისე წამოვედი, ხელმძღვანელობასთან არც მისაუბრია. ამ გუნდიდან ყველაზე ახლო და საუკეთესო მეგობარი შევიძინე - იური სიომინი," - განაცხადა სოლომონ კვერკველიამ.
29 წლის ცენტრალური მცველი მოსკოვის ლოკომოტივში 2017-2020 წლებში თამაშობდა და ამ წლების განმავლობაში რუსეთში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.