ავტორიზაცია

ატლეტიკოდან ინდოეთში, დინამო თბილისის გავლით - მონხილის თავგადასავალი გრძელდება

ატლეტიკოდან ინდოეთში, დინამო თბილისის გავლით - მონხილის თავგადასავალი გრძელდება
თარიღი 27 Jul 2021, 15:35

თბილისის "დინამოს" ყოფილი ცენტრალური მცველი, ვიქტორ მონხილი კარიერას ინდურ "ოდიშაში" გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე შედგა.

ესპანელი უკანახაზელი ქართულ კლუბში თამაშობდა 2019-2021 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 40 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

"ლურჯ-თეთრების" ექს-ცენტრბექი არის "რეალ ვალიადოლიდის" აღზრდილი და სხვადასხვა დროს მას ასევე უთამაშია მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ლევანტეს" სარეზერვო გუნდებში.

კახაბერ ცხადაძის გუნდიდან წასვლის წინ, პირენეელმა მცველმა განაცხადა შემდეგი - "სამწუხაროდ, ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია სამშობლოში დაბრუნება.

გუნდს ვთხოვე და მათ მოისმინეს ჩემი თხოვნა, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა", - განაცხადა 29-წლის უკანახაზელმა.