ატლეტიკოს პრეზიდენტი: "ჩვენი გულშემატკივრები გრიზმანს ბარსელონაში წასვლას არ აპატიებენ"
"ატლეტიკოს" პრეზიდენტი, ენრიკე სერესო ფიქრობს, რომ მადრიდელთა გულშემატკივრები ფორვარდ ანტუან გრიზმანს "ბარსელონაში" წასვლას იმ შემთხვევაშიც კი არ აპატიებენ, თუ კლუბში დაბრუნდება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, 30 წლის თავდამსხმელი ამ ზაფხულს "როხიბლანკოში" დაბრუნდეს.
"არ ვიცი, როგორ მიმდინარეობს გაცვლაზე მოლაპარაკებები. სწორად არ მოხვედრილხართ. აპატიებენ თუ არა ჩვენი გულშემატკივრები გრიზმანს? არა მგონია", - ციტირებს სერესოს სიტყვებს AS.
გრიზმანი "ატლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან 2019 წლამდე იცავდა, შემდეგ კი 120 მილიონ ევროდ "ბარსელონაში" გადავიდა, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.