[VIDEO] ულამაზესი გასროლა ცხრიანში - კიტეიშვილმა უდინეზეს გაუტანა
ამხანაგური მატჩის ეგიდით სერია ა-ს მე-12 ადგილოსანი უდინეზე გრაცის შტურმს ეთამაშება.
მე-9 წუთზე გრაცელთა ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა უდინეზეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ოთარ კიტეიშვილმა შტურმთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, 2024 წლის ივნისის ჩათვლით.