ავტორიზაცია

ნაცნობი სცენარი - კვარაცხელიას შემდეგ, მილანს ბრანდტზეც უწევს უარის თქმა?

ნაცნობი სცენარი - კვარაცხელიას შემდეგ, მილანს ბრანდტზეც უწევს უარის თქმა?
თარიღი 28 Jul 2021, 21:37

Milan News-მა დაწერა, რომ "მილანი" ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად იყიდის დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევ ნახევარმცველს, იულიან ბრანდტს.

გერმანელი ფლეიმეიქერის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევროა, ისევე როგორც ქართველი ვინგერის.

ამის გარდა, "როსონერისთან" ერთად, "შავ-ყვითლების" გამთამაშებლის ხელში ჩაგდებას ცდილობს ლონდონის "არსენალი" და რომის "ლაციო".

ბოლოს კი ყველაზე პრობლემური საკითხი "ეშმაკებისთვის" - ვესტფალიელები 25-წლის გამთამაშებლის სანაცვლოდ ითხოვენ ფულს, ყოველგვარი თანხის დაკლების მცდელობისა და იჯარის გარეშე.

Daily Mail-ის ცნობით, "შავ-წითლებზე" უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში არიან "მეთოფეები" და მათთვის არ წარმოადგენს პრობლემას 20 მილიონის გადახდას ალემანის სანაცვლოდ.

როგორც ვხედავთ, ყაზანის "რუბინის" გარემარბისა და ნიკოლა ვლაშიჩის შემდეგ, სტეფანო პიოლის ხელიდან "დორტმუნდის" 19-იანიც უსხლდება.

ვნახოთ, გაიმეტებს თუ არა "მილანი" 20 მილიონ ევროს რომელიმე ფეხბურთელის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.