კვარაცხელია და რუსეთის ჩემპიონატის კიდევ ერთი მოთამაშე, რომლის ტრანსფერს მილანი ფინანსურად ვერ გაწვდა

ხვიჩა კვარაცხელია სულაც არ არის რუსეთის ჩემპიონატის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "მილანის" სატრანსფერო სიაში ფიგურირებს.
ქართველ შემტევის მიმართ ინტერესამდე, "როსონერი" აქტიურად მუშაობდა მოსკოვის "ცსკა"-ს ლიდერის, ნიკოლა ვლაშიჩის ტრანსფერზე.
"არმიელები" ხორვატი ვინგერის სანაცვლოდ ითხოვდნენ დაახლოებით 25 მილიონ ევროს, რაც "შავ-წითლებისთვის" მიუღებელი გამოდგა.
"ეშმაკებს" სურდათ რუსული გუნდის გარემარბის უფრო დაბალ ფასად ყიდვა ან მისი განათხოვრების წესით აყვანა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
"ცსკა"-ს თავისი რვიანის სანაცვლოდ სურს ფულის მიღება, ისევე როგორც ყაზანის "რუბინს" თავისი ფლანგელის სანაცვლოდ.
აქედან გამომდინარე, სტეფანო პიოლის გუნდს ჩაეშალა როგორც ბალკანელი შემტევის, ისე 20-წლის ვინგერის ტრანსფერიც.
"მილანის" პრიორიტეტია ფეხბურთელების დაახლოებით 10-15 მილიონი ევროს ფარგლებში ყიდვა ან მათი იჯარით აყვანა.
რუსული პრესა კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ "როსონერი" კიდევ ერთხელ მიუბრუნდება 23-წლის გარემარბის ტრანსფერს.