ავტორიზაცია

"კლოპთან სურს მუშაობა", - ინგლისური გამოცემა კვარაცხელიას შესახებ

"კლოპთან სურს მუშაობა", - ინგლისური გამოცემა კვარაცხელიას შესახებ
თარიღი 27 ივლ 2021, 11:37

Sky Italia-მ დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "მილანში" არ გადავადა და მისი სახელი ამჯერად ლონდონის "ტოტენჰემს" დაუკავშირა.

"ჰოტსპურის" ინტერესზე ქართველი შემტევის მიმართ წერს Teamtalk-იც - "რუბინი კვარაცხელიას სანაცვლოდ ითხოვს 18 მილიონ ევროს, რაც მილანისთვის ძვირია.

მის ტრანსფერში ჩართულია ტოტენჰემიც, თუმცა ინგლისურ კლუბს ყაზანელებისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

ქართველი შემტევით დაინტერესებულია ევროპის არაერთი კლუბი, მათ შორის პრემიერ ლიგის წარმომადგენლები - ევერტონი და ლიდსი.

ხვიჩა შთამბეჭდავად თამაშობს როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებშიც და 2020 წელს ის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

თავად მოთამაშემ აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესო კლოპთან მუშაობა იქნებოდა", - წერს ინგლისური გამოცემა რუსული გუნდის ვინგერის შესახებ.