ფოტო: კრიშტიანუ რონალდუ ვარჯიშების განახლებას პოსტით გამოეხმაურა
„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდთან ერთად მზადყოფნა განაახლა.
ფეხბურთელი ევრო 2020-ს შემდეგ შვებულებიდან დაბრუნდა და „იუვენტუსთან“ ერთად ვარჯიში დაიწყო.
ამ ამბავს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სურათი განათავსა და წარწერაც დაურთო: „მიხარია რომ საქმეს დავუბრუნდი.“ - წერს რონალდუ.
შეგახსენებთ, რომ განვლილ ევრო 2020-ზე კრიშტიანუ რონალდუ და პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ბელგიასთან 0:1 დამარცხდნენ.
რონალდუს „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი მომავალი უამრავ საუბრებს იწვევს, თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელი კიდევ მინიმუმ ერთი წლით ტურინში დარჩება.